• ანა დოხნაძე — მეღვინე „ნაბერაულის” ღვინოების უკან

    2023 წელს „ნაბერაული“ — გუნდს ახალი მეღვინე, ანა დოხნაძე შეუერთდა, რომელსაც ცოდნა და გამოცდილება მიღებული აქვს  გერმანიაში, რაინგაუს რეგიონში, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში.

    ანა ცდილობს ტრადიციასა და ინოვაციას შორის ბალანსის პოვნას, რათა „ნაბერაული“ ღირსეულად წარადგინოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მისი პროფესიონალიზმი, ბუნებრივი მიდგომები და რეგიონული იდენტობის შენარჩუნების სურვილი ქმნის ღვინოებს, რომლებიც არა მხოლოდ აღიარებას იმსახურებენ, არამედ რეგიონის უნიკალურ სულს გადმოსცემენ. „ნაბერაულის“ ღვინოები რაჭული და ლეჩხუმური ჯიშებისგან მზადდება.

    „ჩემთვის ხარისხიანი ღვინის საფუძველი ვენახში იწყება. როგორც „ნაბერაულის“ ოჯახის წევრი, ვცდილობ ხელი შევუწყო ჩვენი ვენახების განვითარებას. ჩემი პრიორიტეტია ჭკვიანი პრაქტიკების დანერგვა ვენახის მართვაში, რაც ხელს უწყობს ვაზის ჯანმრთელ ზრდასა და მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებას.

    ჩემი მიზანია, რაჭა-ლეჩხუმის ტერუარის უნიკალურობა პრემიუმ ღვინოებში დავამკვიდრო ვაზის ენდემური ჯიშების აღორძინებით. მჯერა, რომ ტრადიციული მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით, თითოეულ ჯიშთან ინდივიდუალური მიდგომით, ჩვენს მეღვინეობის კულტურას მხოლოდ გავაძლიერებთ. მინდა, ღვინის მოყვარულებს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც მემკვიდრეობისა და ხარისხის ერთიანობას წარმოადგენს,“ — ამბობს ანა.

  • „ნაბერაული ვაინისის“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

    „ნაბერაული“ — რაჭაში დაფუძნებული პრემიუმ კატეგორიის ღვინოა, რომელიც ქართულ მეღვინეობას საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარადგენს. ლიმიტირებული წარმოება, ტერუართან მჭიდრო კავშირი და ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების სინთეზი თითოეულ ბოთლს გამორჩეულ იდენტობასა და სტაბილურ ხარისხს ანიჭებს.

    პრესტიჟულ International Wine & Spirit Competition-ზე (IWSC), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პლატფორმად ითვლება, „ნაბერაულის“ კლასიკური მეთოდით დამზადებულმა 2023 წლის მოსავლის ცოლიკოურმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო 2023 წლის ტვიშმა — ბრინჯაოს მედალი.

    ასევე, MUNDUS VINI 2025 Spring Tasting-ზე „ნაბერაულმა“ 4 მედალი მოიპოვა. Mundus Vini მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღვინის კონკურსია, რომელიც ასობით ღვინის ექსპერტსა და სომელიეს აერთიანებს და 20 წელზე მეტია, მსოფლიოს უნიკალურ ღვინოებს აცნობს.

    • ცოლიკოური რეზერვი 2020 — ოქროს მედალი
    • რაჭული მწვანე 2023 — ოქროს მედალი
    • ალექსანდროული კლასიკური 2023 — ვერცხლის მედალი
    • ალექსანდროული რეზერვი 2022 — ვერცხლის მედალი

    „ნაბერაული“ კვლავ ამტკიცებს, რომ მაღალი ხარისხი, რაჭა-ლეჩხუმის მსოფლიო ღვინის რუკაზე გამოკვეთა და ტერუარის უნიკალური თვისებების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა ბრენდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

  • ნაბერაულის ახალი იერი – რაჭა-ლეჩხუმის ხასიათით მდიდარი არომატები ახალ შეფუთვაში.

    ნაბერაული, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ქართველ და უცხოელ მომხმარებელს რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ჯიშებით დამზადებულ ავთენტურ ღვინოებს სთავაზობს, ამიერიდან კიდევ უფრო ელეგანტურ ბოთლშია წარმოდგენილი.

    რაჭა-ლეჩხუმში, საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს რეგიონში წარმოდგენილი ეს ბუტიკ-მარანი აღადგენს და ინარჩუნებს უძველეს, მივიწყებულ ჯიშებს, როგორიც არის მაგალითად, რაჭული მწვანე.

    ბრენდის უნიკალური შეთავაზება შედარებით იშვიათი ასორტიმენტია, ასევე, ცოდნის გაზიარება და კულტურის შენარჩუნება. ნაბერაულის ღვინოები დამზადებულია შემდეგი ვაზის ჯიშებისგან: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი, ძელშავი, ცოლიკოური, უსახელოური და რაჭული მწვანე.

    რაჭის ნიადაგები და უნიკალური მიკროკლიმატი განაპირობებს ამ რეგიონში ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოებში დაბალანსებულ მჟავიანობას, დახვეწილ არომატებსა და სტრუქტურას. ეს რეგიონი გამოირჩევა დაბალი მოსავლიანობით და მაღალი ხარისხის ღვინოებით.

    „ჩვენი მიზანი უცვლელია: წარმოვაჩინოთ ჩვენი ტერუარის უნიკალური თვისებები, ტრადიციული მეთოდების ინოვაციურ ტექნიკასთან შერწყმით და პრემიუმ ღვინოების შექმნით. ნაბერაულის თითოეული ბოთლი ასახავს მდიდარ მემკვიდრეობას და გიყვებათ საქართველოს ულამაზეს რეგიონზე – რაჭა-ლეჩხუმზე. 2023 წლის მოსავლის ღვინოები კი განახლებულ ბოთლებშია წარმოდგენილი და კიდევ უფრო სრულყოფილი სახით წარდგება მომხმარებლების წინაშე,“ – აცხადებს კომპანია.

    ნაბერაულის ღვინოები ხელმისაწვდომია 8000 მოსავალში, ალკორიუმში, ველი სთორზე და ჰორეკას სექტორში. საქართველოს ფარგლებს გარეთ, ღვინო ამჟამად ხელმისაწვდომია საფრანგეთში, გერმანიაში, ჩეხეთსა და უკრაინაში.

თქვენ უნდა იყოთ 21 წლის, რომ შეძლოთ ამ საიტის ნახვა

გთხოვთ დაადასტუროთ თქვენი ასაკი

- -