წითელი ნახევრად ტკბილი
- ალკოჰოლი: 11.30%
- მოცულობა: 0.750 მლ
- მოსავალი: 2019
- ჩამოსხმა: 07/20
ხვანჭკარის ლალისფერი შეფერილობა ხასიათდება ჟოლოსა და წითელი მოცხარის არომატებით, მას თან ერთვის ალუბლის ნატურალური სურნელი. გემო, როგორც ნამდვილი რაჭველი, დინჯია, მაგრამ ხალისიანი და ხავერდოვანი. იგი საოცარ ტანდემს ქმნის რაჭულ ლორთან და სხვა ისეთ რაჭულ დელიკატესთან ერთად, როგორიც არის ნიყვა სოკო. ჩურჩხელის, თხილის, ნიგვზის, ყველის და ხილის მირთმევისას, ხვანჭკარა შესანიშნავად აბალანსებს და ავსებს მათ გემოებს. გაითვალისწინეთ, რომ ღვინო თავის საუკეთესო გემოებს ავლენს +10 – 12 გრადუსზე.
დღეს, რაჭული მწვანე ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური და უნიკალური ვაზის ჯიშია. ტრადიციული ქართული მეთოდით, იგი ქვევრში არის ჩაწურული, რაზეც მისი სასიამოვნო ქარვის ფერიც მეტყველებს. ეს ღვინო კარგად ერწყმის მსუბუქ კერძებს, კერძოდ, ხილის სალათებს და გრილზე მომზადებულ ბოსტნეულს. ასევე, იგი სასიამოვნო დასალევია თევზეულთან და ზღვის პროდუქტებთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ ღვინო თავის საუკეთესო გემოებს ავლენს +10 – 12 გრადუსზე.
ალექსანდროულის ლალისფერი შეფერილობა ხასიათდება ჟოლოსა და შავი ბლის არომატებით და მას თან ერთვის ალუბლის ნატურალური სურნელი. გემო, როგორც ნამდვილი რაჭველი, დინჯია, მაგრამ ხალისიანი და ხავერდოვანი. ალექსანდროული ალამაზებს ისეთი კერძების გემოებს, სადაც გვხვდება წითელი ხორცი და სხვადასხვა ტიპის ყველი. გაითვალისწინეთ, რომ ღვინო თავის საუკეთესო გემოებს ავლენს +10 – 12 გრადუსზე.
ქართული ტრადიციული მეთოდით, საფერე ქვევრში არის ჩაწურული, რაც მის ისედაც ბროწეულისებრ შეფერილობას კიდევ უფრო მუქს ხდის. საფერეს გემო ნატურალურია, ჰარმონიული და დინჯი, რასაც სასიამოვნოდ ერთვის ხილის ტონები. საფერე საუკეთესო დასაგემოვნებელია ხორცის ან ყველისაგან დამზადებულ კერძებთან. ეს მშრალი ღვინო, ასევე კარგად აბალანსებს ტკბილ კერძებს და დესერტებს. გაითვალისწინეთ, რომ ღვინო თავის საუკეთესო გემოებს ავლენს +10 – 12 გრადუსზე.
ღვინო მუქი წითელი შეფერილობის არის, რომლის ინტენსიური არომატები კარგად დამწიფებული ტყის კენკრით ხასიათდება, სადაც ასევე შეინიშნება ქლიავისა და შოკოლადის მსუბუქი ტონები. ღვინოს გააჩნია მდიდრული გემო და კარგად გამოხატული სხეული. ხავერდოვანი დაბოლოება კი, დიდხანს ტოვებს სასიამოვნო შეგრძნებას.
მოხმარების სასურველი ტემპერატურა 15 – 17C.
ღვინის ღია ოქროსფერი, მომწვანო შეფერილობით ხასიათდება. ტროპიკული ხილისა და ციტრუსის არომატებს თან ერთვის ატმის ტონები. კარგად დაბალანსებული ღვინის სტრუქტურა გემოვნურ ჰარმონიაშია მდიდარ და ხანგრძლივ დაბოლოებასთან, რომელიც დიდხანს ტოვებს სასიამოვნო შეგრძნებას.
მოხმარების სასურველი ტემპერატურა 10 – 12C
ღვინის ღია ყვითელი შეფერილობა ოქროსფერი ტონებით ხასიათდება. ტროპიკული ხილისა და თეთრი ატმის არომატებს თან ერთვის ციტრუსის მსუბუქი ტონები. კარგად სტრუქტურირებულ და ჰარმონიულ ღვინის სხეულს ახასიათებს სასიამოვნო სირბილე, გემოს ხანგრძლივი დაბოლოება კი, დიდხანს ტოვებს დასამახსოვრებელ შეგრძნებას.
მოხმარების სასურველი ტემპერატურა 12 – 14C.