ნაბერაულმა იაპონელ ღვინის სპეციალისტებს უმასპინძლა , მათ რიგებში იყბნენ წამყვანი იაპონელი სომელიეები, ღვინის მსხვილი შემსყიდველები და მსოფლიოში აღიარებული Master of Wine — კენიჩი ოჰაში.

განსაკუთრებული სიამაყით გავუზიარეთ სტუმრებს რაჭა-ლეჩხუმის უნიკალური ტერუარის თავისებურებები და ის მეღვინეობის ოსტატობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა საუკუნეების მანძილზე.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ნაბერაულის ადგილწარმოშობის ღვინოები — ენდემური ჯიშების ნამდვილი საგანძური, რომელიც ჩვენს რეგიონის უძველეს მევენახეობა-მეღვინეობით მემკვიდრეობას ასახავს .

მოუთმენლად ველით მომავალ თანამშრომლობებსა და გულთბილად ვიწვევთ ღვინის პროფესიონალებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რათა თავად აღმოაჩინონ ნაბერაულის ღვინოები და ის მემკვიდრეობა, რასაც თითოეული ბოთლი წარმოადგენს.