წელს ნაბერაულმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ღვინის გამოფენაში — London Wine Fair 2025, რომელიც ლონდონში, 19-21 მაისს გაიმართა.

ნაბერაულის ღვინოები წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნული სტენდის ფარგლებში, სადაც გვქონდა პატივი, გვეჩვენებინა ჩვენი უიშვიათესი ჯიშის ღვინოები და გაგვეზიარებინა რაჭული მეღვინეობის ტრადიცია საერთაშორისო პროფესიონალებისთვის, დისტრიბუტორებისთვისა და ღვინის მოყვარულთათვის.

ლონდონის ღვინის გამოფენა ათასობით ღვინის პროფესიონალს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და ხელს უწყობს ახალ თანამშრომლობებსა და ღვინის ინდუსტრიის განვითარებას.

გულწრფელი მადლობა ყველას, ვინც ეწვია ჩვენს სტენდს, დააგემოვნა ჩვენი ღვინოები და დააფასა ის სული, რაც ქართულ მეღვინეობას ამოძრავებს.

თქვენ უნდა იყოთ 21 წლის, რომ შეძლოთ ამ საიტის ნახვა

გთხოვთ დაადასტუროთ თქვენი ასაკი

- -