რეგიონი
კომპანია „ნაბერაული ვაინს“-ის ვენახები მდებარეობს რაჭაში – კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე. „ხვანჭკარის“ ადგილწაროშობის დასახელების კონტროლირებად მიკროზონაში. მდინარე რიონიოს მარჯვენა სანაპიროზე (ამბროალურის მუნიციპალიტეტის სოფ. სადმელში). კომპანიის ღვინოების ხარისხი განპირობებულია მაღალხარისხიანი სანედლეულო ბაზით, რომელსაც, თავის მხრივ, განაპირობებს ხელსაყრელი აგროეკოლოგიური პირობები (ნიადაგი და სხვა გარემო ფაქტორები, როგორებიცაა: ჰაერის ტემპერატურა, მზის სინათლე, ნალექები, რელიეფი და ა.შ.). ვენახები გაშენებულია ზღ. დ. 550 მ. ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებაზე. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 1050-1100 მმ-ია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2°C-დან -1°C-მდე, ხოლო ივლისის საშუალო ტემპერატურა აღწევს 19°C-დან 21°C-მდე. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3350°C. ივლისი – სექტემბრი რაჭაში ძირითადად წარმოდგენილია გრილი და ნისლიანი ღამეებით და თბილი, მზიანი დღეებით, რაც განაპირობებს ყურძენში მაღალ შაქრიანობას, სრულ სიმწიფესა და კომპოზიციას. რთველი რაჭაში, ყურძნის ჯიშების მიხედვით იწყება, სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე.
ნიადაგი
ნიადაგის ტიპი არის კორდიან-კარბონატული (ნეშომპალა-კარბონატული) ლეპტოსოლს რენდზიკ – LEPTOSOLS RENDZIC). ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ჰუმუსოვანი ჰორიზონტით. ტუტე არეს რეაქციით, საშუალო და მძიმე თიხნარი მექანიკური შემადგენლობით (ტექსტურა). ფიზიკური თიხის შემცველობა ნიადაგის 0-30 სმ ფენაში 32%, 30-60 სმ -იან ფენაში – 46%. ორგანული ნივთიერებების (ჰუმუსი) დაბალი/მცირე შემცველობა. ნიადაგი ზედაპირიდანვე კარბონატულია და მათი რაოდნობა ნიადაგის სიღრმეში თანდათან მატულობს (CaCO 3 შემცველობა ნიადაგის 0-60 სმ ფენაში 6.62 %- დან 12.79 %-მდე მატულობს). ნიადაგში თიხის მსგავსი რაოდენობა განაპირობებს კარგ წყალგამტარობას, წყალტევადობასა და კარგ აერაციას, რაც უზრუნველყოფს ვაზის კარგ ზრდა – განვითარებას, ღვინის ბუკეტსა და ხავერდოვნებას. კარბონატების შემცველობა ღვინოს ხდის უფრო არომატულს. კალციუმით ნორმალური კვება აუმჯობესებს ღვინის ხარისხს, ზრდის ყურძენში მჟავიანობასთან კარგად დაბალანსებულ შაქრიანობას, რის გამოც უფრო მაღალი ხარისხის ღვინო მიიღება.
მეღვინეობა
მეღვინეობის ფილოსოფია რეგიონის ავთენტურ ხასიათს გადმოსცემს, მისი უნიკალური ტერუარული კომპონენტებით, მთიანი ლანდშაფტიდან და მრავალფეროვანი ნიადაგებიდან, ზომიერ კლიმატამდე. ამას ვაღწევთ ღვინოებით, რომლებიც მზადდება როგორც კლასიკური, ასევე დაბალი ინტერვენციის ქართული ტრადიციული მეთოდებით – ქვევრის გამოყენებით. მიწის უირიგაციო დამუშავებით გაშენებული ვენახებით, ნაკლები ჩარევითა და ბუნებაზე რაც შეიძლება ნაკლები ზემოქმედებით, ვცდილობთ შევქმნათ უნიკალური პროდუქტები.