თეთრი მშრალი
ღვინო დამზადებულია ლეჩხუმის მთიან რეგიონში მოწეული ცოლიკოურის ყურძნისაგან და დავარგებულია ფრანგულ მუხის კასრებში ექვსი თვის განმავლობაში, რამაც მას სიღრმე და ელეგანტურობა შესძინა, ახასიათებს ჩალისფერი შეფერილობა. ჯიშისთვის დამახასიათებელ ნაზი ყვითელი ხილის არომატებს ჰარმონიულად ერწყმის ვანილის, გახუხული პურისა და მოხალული თხილეულის ტონები.ღვინის სასიამოვნო მჟავიანობა და მსუბუქი სხეული ქმნის დაბალანსებულ გემოს.



