თეთრი ბუნებრივად ნახევრად-ტკბილი
სოფელ ტვიშში მოწეული ცოლიკოურის ყურძნით დაყენებული ღვინო გამოირჩევა ღია ჩალისფერი შეფერილობით და ინტენსიური არომატებით — ყვითელი ხილი, ტროპიკული ტონები და ყვავილოვანი შტრიხები ქმნის მაცდურ კომპოზიციას. გემოზე მჟავიანობა და მინერალურობა ღვინის ბუნებრივ სიტკბოს ჰარმონიულად ერწყმის.



