ჩვენს შესახებ

ნაბერაული ვაინსის ისტორია 2018 წლიდან იწყება და მიზნად ისახავს მსოფლიო ღვინის რუკაზე რაჭა-ლეჩხუმის, როგორც იშვიათი და უნიკალური ღვინის მწარმოებელი რეგიონის, მონიშვნას. ჩვენი უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ქარხანა და ლაბორატორია რაჭის ულამაზეს სოფელ სადმელში არის განთავსებული.

ამ ადგილას ბერების მარნების ნაშთებია შემორჩენილი, ამბავი მე-17-18 საუკუნეებიდან იწყება, მაშინ, როცა საქართველოს ბარი მტერს ებრძოდა, მთაში კი, ხელოვნების ნიმუშები და ქართველიკაცისთვის ყველაზე ძვირფასი – ვაზი გაიხიზნა.

თითქოს, წინაპრებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ სწორედ ღვინო იქნებოდა ის სავიზიტო ბარათი, რომლითაც მომავალში საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე წარსდგებოდა და თავს გააცნობდა.ღვინოს ამ ისტორიის პატივსაცემად დაერქვა „ნაბერაული“. ეტიკეტებიც ამ კუთხისთვისდამახასიათებელი ტრადიციების შესახებ ყვება.

ნაბერაულის ღვინოები დამზადებულია რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიშებისაგან: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი, ძელშავი, ცოლიკოური, უსახელოური, რაჭული მწვანე.

მეღვინე

ჩემთვის ყოველი ხარისხიანი ღვინის არსი ვენახიდან იწყება. როგორც ნაბერაულის ოჯახის წევრი, ფოკუსირებული ვარ ჩვენი ვენახების მიმართ ყურადღების გაღრმავებაზე. ჩემი პრიორიტეტია ვენახის ჭკვიანი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც ხელს უწყობს ვაზის ჯანსაღ ზრდას და საშუალებას აძლევს ჩვენს ყურძენს გამოიყენოს თავისი პოტენციალი, რაც საბოლოოდ განსაკუთრებული ღვინის წარმოებას უზრუნველყოფს.

ჩემი მიზანია წარმოვაჩინო ჩვენი ტერუარის უნიკალური თვისებები,  პრემიუმ ღვინოების შექმნით და ენდემური ვაზის ჯიშების აღორძინებით. დარწმუნებული ვარ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით არა თუ დავთმობთ, არამედ მხოლოდ გავაძლიერებთ ჩვენს ტრადიციას. ტრადიციული მეთოდების ინოვაციურ ტექნიკასთან შერწყმით, მე მსურს შემოგთავაზოთ მემკვიდრეობით მდიდარი და მაქსიმალური ზრუნვით დამზადებული ღვინოები.

პარტნიორები

ნაბერაულის ღვინოები შეგიძლიათ დააგემოვნოთ