რეგიონი

კომპანია „ნაბერაული ვაინს“-ის ვენახები მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ისტორიული-გეოგრაფიულ მხარეში, რაჭაში – კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე. „ხვანჭკარის“ ადგილწაროშობის დასახელების კონტროლირებად მიკროზონაში. მდინარე რიონიოს მარჯვენა სანაპიროზე (ამბროალურის მუნიციპალიტეტის სოფ. სადმელში). კომპანიის მაღალხარისხიანი ღვინოები განპირობებულია მაღალხარისხიანი სანედლეულო ბაზით, რომელსაც, თავის მხრივ, განაპირობებს ხელსაყრელი აგროეკოლოგიური პირობებით (ნიადაგი და სხვა ეკოლოგიური ფაქტორები, როგორებიცაა: სითბო, სინათლე, ნალექები, რელიეფი…). ვენახები გაშენებულია ზღ. დ. 550 მ. ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებაზე.ატმოსფერული ნალექების წლიური აოდენობა 1050-1100 მმ-ია.იანვრის საშუალო ტემპერატურა -2°C-დან -1°C-მდე, ხოლო ივლისის საშუალო ტემპერატურა აღწევს 19°C-დან 21°C-მდე. აქტიურ ტემპერატურათ ჯამი 3350°C. ივლისი – სექტემბრი რაჭაში ძირითადად წარმოდგენილია გრილი და ნისლიანი ღამეებით და თბილი-მზიანი დღეებით, რაც განაპირობებს ყურძენში მაღალ შაქრიანობას და სრულ სიმწიფეს და კომპოზიციას. რთველი რაჭაში, ყურძნის ჯიშების მიხედვით იწყება, სექტემბრის ბოლო -ოქტომბრის 1-ელ ნახევარში.

ნიადაგი

ნიადაგის ტიპი არის კორდიან-კარბონატული (ნეშომპალა-კარბონატული) ლეპტოსოლს რენდზიკ – LEPTOSOLS RENDZIC). ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ჰუმუსოვანი ჰორიზონტით. ტუტე არეს რეაქციით, საშუალო და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენლობით (ტექსტურა). ფიზიკური თიხის შემცველობა ნიადაგის 0-30 სმ ფენაში 32%, 30-60 სმ-იან ფენაში – 46%. ორგანული ნივთიერებების (ჰუმუსი) დაბალი/მცირე შემცველობა. ნიადაგი ზედაპირიდანვე კარბონატულია და მათი რაოდნობა ნიადაგის სიღრმეში თანდათან მატულობს (CaCO 3 შემცველობა ნიადაგის 0-60 სმ ფენაში 6.62 %- დან 12.79 %-მდე მატულობს). ნიადაგში თიხის მსგავსი რაოდენობა განაპირობებს კარგ წყალგამტარობას, წყალტევადობასა და კარგ აერაციას, რაც უზრუნველყოფს ვაზის კარგ ზრდა- განვითარებას, ღვინის ბუკეტსა და ხავერდს. კარბონატების შემცველობა ღვინოს ხდის უფრო არომატულს. კალციუმით ნორმალური კვება აუმჯობესებს ღვინის ხარისხს, ზრდის ყურძენში შაქრიანობას დაბალანსებულს მჟავიანობასთან მიმარტებაში, რის გამოც უფრო მაღალი ხარისხის ღვინო მიიღება.

მეღვინეობა

მე როგორც ნაბერაულის ოჯახის წევრს მტკიცედ მწამს რომ ყველაფერი ვენახიდან იწყება, შესაბამისად ჩვენი სამომავლო გეგმაა კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ  ჩვენს ვენახებს.

ჩვენი უპირველესი მიზანია ვენახის სათანადო პრაქტიკის დანერგვა, ვაზის სწორი აღზრდისა და მაღალხარისხიანი ყურძნის მისაღებად.

გვსურს გამოვავლინოთ ჩვენი ტერუარის უნიკალური მახასიათებლები, ენდემური ვაზის ჯიშების აღორძინების გზით და მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოებით.

მჯერა რომ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მიდგომებით ტრადიციებს ყოველთვის შევინარჩუნებთ.

თქვენ უნდა იყოთ 21 წლის, რომ შეძლოთ ამ საიტის ნახვა

გთხოვთ დაადასტუროთ თქვენი ასაკი

- -