მშრალი თეთრი
ლეჩხუმში მოწეული ცოლიკოურის ყურძნისგან დაყენებული ეს ელეგანტური ღვინო გამოირჩევა ჩალისფერი შეფერილობით, ცოცხალი ციტრუსის და ტროპიკული ხილის არომატებით. 4-თვიანი დავარგება ლექზე ღვინოს ანიჭებს ტექსტურას და არომატების კომპლექსურობას. მისი სტრუქტურა ჰარმონიულად ერწყმის მჟავიანობასა და მინერალურობას.



