ხვანჭკარის ლალისფერი შეფერილობა ხასიათდება ჟოლოსა და წითელი მოცხარის არომატებით, მას თან ერთვის ალუბლის ნატურალური სურნელი. გემო, როგორც ნამდვილი რაჭველი, დინჯია, მაგრამ ხალისიანი და ხავერდოვანი. იგი საოცარ ტანდემს ქმნის რაჭულ ლორთან და სხვა ისეთ რაჭულ დელიკატესთან ერთად, როგორიც არის ნიყვა სოკო. ჩურჩხელის, თხილის, ნიგვზის, ყველის და ხილის მირთმევისას, ხვანჭკარა შესანიშნავად აბალანსებს და ავსებს მათ გემოებს. გაითვალისწინეთ, რომ ღვინო თავის საუკეთესო გემოებს ავლენს +10 – 12 გრადუსზე.