დღეს, რაჭული მწვანე ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური და უნიკალური ვაზის ჯიშია. ტრადიციული ქართული მეთოდით, იგი ქვევრში არის ჩაწურული, რაზეც მისი სასიამოვნო ქარვის ფერიც მეტყველებს. ეს ღვინო კარგად ერწყმის მსუბუქ კერძებს, კერძოდ, ხილის სალათებს და გრილზე მომზადებულ ბოსტნეულს. ასევე, იგი სასიამოვნო დასალევია თევზეულთან და ზღვის პროდუქტებთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ ღვინო თავის საუკეთესო გემოებს ავლენს +10 – 12 გრადუსზე.