ალექსანდროულის ლალისფერი შეფერილობა ხასიათდება ჟოლოსა და შავი ბლის არომატებით და მას თან ერთვის ალუბლის ნატურალური სურნელი. გემო, როგორც ნამდვილი რაჭველი, დინჯია, მაგრამ ხალისიანი და ხავერდოვანი. ალექსანდროული ალამაზებს ისეთი კერძების გემოებს, სადაც გვხვდება წითელი ხორცი და სხვადასხვა ტიპის ყველი. გაითვალისწინეთ, რომ ღვინო თავის საუკეთესო გემოებს ავლენს +10 – 12 გრადუსზე.